X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძემ და შეინ როზენტალმა საქართველოში ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს

1 მარტი 2021

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოადგილეებთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის შეინ როზენტალის ხელმძღვანელობით, ADB-ის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს. 

ეს პირველი ოფიციალური შეხვედრაა, რომელიც ირაკლი ქარსელაძემ, მინისტრის რანგში, საერთაშორისო პარტნიორებთან გამართა.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის დაფინანსებით საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებით ათობით მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა.